ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ. ქუთაისში დააკავეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახნად, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 2 720 ლარი ამოიღეს.
ჯ.ლ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 250 ევრო და 100 ლარი.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია გუშინ ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბარ "ბუნგალოში" ჩატარდა.
ავტორი: ნიუპრესი