|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ცოფის სინდრომის მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა

დაავადებათა კონტროლის ცევტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ცნობით, პაციენტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ  ქუთაისში ცოფის სინდრომი გამოუვლინდა, მკურნალობას კლინიკაში  აგრძელებს.  

 კლინიკაში, სადაც პაციენტი მკურნალობას  გადის, აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. 

  ნიუპრესის ინფორმაციით, მამაკაცს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუმჯობესების ნიშნები შეინიშნება. 

ქუთაისში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინ აღმაშენებლის გამზირზე  დაფიქსირდა.   

 ადგილზე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.  

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი