|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დასაქმების ფორუმზე 40-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსიაა წარმოდგენილი

ქუთაისი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით წერეთლის უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

40-მდე კომპანია 500-მდე ვაკანსიით არის წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ და დასაქმდნენ.

ღონისძიების მიზანს იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც ფორუმში მონაწილე ორგანიზაციები აცხადებენ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით არაერთი ადამიანის დასაქმება შეძლეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა