|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დავით კაკაბაძის გალერეა "არტისტერიუმს" უმასპინძლებს

 თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა "არტისტერიუმი" წელს პირველად დედაქალაქიდან გადის. არტისტერიუმის რეგიონული ფორმატის პირველ ქალაქი ქუთაისია, სადაც გამოფენები და საჯარო ლექციები გაიმართება. 

ორგანიზატორების ინფორმაციით,  ქუთაისი შეირჩა  მდიდარი მოდერნისტული ტრადიციებით და იმ განსაკუთრებული წვლილით, რომელიც ამ ქალაქმა ქართული თანამედროვე კულტურის განვითარებაში შეიტანა. 2019 წელი დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლის იუბილე აღინიშნება,  რის გამოც აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე გაკეთდება.

  11 ივნისს ქუთაისში გაიხსნება საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა „არტისტერიუმი XII გზაზე - ქუთაისი“. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, როლანდ შალამბერიძე, თეა სულაბერიძე, მინდია ჩარქსელიანი, როკო ირემაშვილი, ლუკა ზაუტაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გურამ წიბახაშვილი, ლისა ღლონტი, საქართველო; სო იანგი, სამხრეთ კორეა; ალი ბრამველი, ახალი ზელანდია; ნეზაკეტ ეკიჩი, თურქეთი; შაჰარ მარკუსი, ისრაელი; მასარუ ივაი, იაპონია; ლიზა ბიდლინგმაიერი, იენს რაუში, გერმანია; დომინიკ ფური, ალექს პერე, საფრანგეთი; ენრიკე მუნიოს გარსია შვეიცარია/ჩილე.

საგამოფენო პროექტი „ერთიანი ფუტურისტული სივრცე“, ჰარ ზუ (არუტუნ ზულუმიანი), ინა გრინჩელი, ალექსეი პარიგინი, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი, იაშა კრაინი, პეტერბურგი. ვიდეო პროგრამა „ქართული ვიდეო ხელოვნება“, ელენე რაქვიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თეა თელია, ია რე და მიშა მაისურაძე, ვატო წერეთელი, კოტე სულაბერიძე, ზურა ჩართოლანი, ილიკო ზაუტაშვილი, კოტე ჯინჭარაძე და ვახო ბუღაძე. გამოფენა 30 ივნისამდე გასტანს, გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ღონისძიებები  დაგეგმილია გელათის მონასტერში, სოფელ კურსებში, ბაღდათში, მაიაკოვსკის სახლმუზეუმში, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.

15 ივნისს გალერეაში გაიმართება საჯარო ლექციები, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს სტუმრები 16 ივნისს ეწვევიან.

2019 წლის არტისტერიუმის მთავარი პარტნიორია დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ასევე: ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი ბაღდათში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, Explore Georgia, პოლონეთის ინსტიტუტი საქართველოში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. 

 

ავტორი: ნიუპრესი