ქუთაისში დაჭრილ ჯარისკაცს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. მას კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმი დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
"მამაკაცი შემოიყვანეს მარცხენა ფეხზე გამჭოლი ჭრილობით, კუნთების, ძვლების და სისხლძარღვების დაზიანებით. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. მოხერხდა კიდურის შენარჩუნება. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ჭრილობა ბასრი საგნით, ან ცეცხლსასროლო იარაღით აქვს მოყენებული", - განაცხადა დავით ჯანაშიამ.
კლინიკაში იმყოფებიან დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრები. დედის თქმით, მისი შვილი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია. ის სამხედროში 11 წელი მსახურობდა.
მისი თქმით, არ იცოს მის შვილს ვინ ესროლა, მაგრამ გაიგო, რომ მას უცნობი პირი დაედევნა და რამდენჯერმე ავტომატიდან ესროლა.
მისივე თქმით, მის შვილს კონფლიქტი არავისთან ქონია. ოჯახი დამნაშავის დასჯის მოითხოს.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა, დაჭრილ მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა აღმოუჩინეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი