ქუთაისში დედის დღეს აგვისტოს ომში დაღუპულების დედებსა და მეუღლეებს მიულოცეს
ქუთაისის ვიცე- მერმა დავით ერემეიშვილმა დედის დღე მიულოცა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებსა და მეუღლეებს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 9 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლას. ტრადიციულად, ყოველი წლის 3 მარტს, ადგილობრივი ხელისუფლება დედის დღეს სწორედ ამ გმირების დედებს ულოცავს განსაკუთრებულად.
დავით ერემეიშვილი მერიაში შეხვდა ქალბატონებს, მიულოცა მათ და მხნეობა უსურვა. დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს ფულადი საჩუქარი გადაეცათ“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















