ქუთაისში დღეს ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს
საქართველოში დღეს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.
ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ბორჯომში, +21 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ავტორი: