ქუთაისში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი დაიდგა
ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში საქართველოში პირველი ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლება გამოიმუშავოს ენერგია და დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და სხვა მოწყობილობები.
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგია". როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ეკატერინე ემარუქაშვილმა განაცხადა, ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედებით გვინდა ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ე.წ. "Charging Eco Space"-ის სკვერში სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობები ინტენსიურად გაიმართება" - განაცხადა მან.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის საქართველოში საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციის 350.ORG-ის რეგიონალური კოორდინატორი სვიტლანა რომანკო ჩამოვიდა.
"თუ გვინდა რეალური ცვლილებები მოვიტანოთ, ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს. მჯერა, რომ ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები რეალურ ცვილებებს მოიტანს ქუთაისში. ექნება უფრო მეტი დაინტერესება ადგილობრივებიდან, სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან და ყოველწლიურად გაიზრდება ენერგიის დაზოგვის საშუალებების მოხმარება პრაქტიკაში. ველოსიპედები არის ნათელი მაგალითი, დაინახოს ყველამ, თუ როგორ შეიძლება ენერგია დამოუკიდებლად მოიპოვო და დაზოგო ელექტრო ენერგიისთვის გადასახადი თანხა" , - განაცხადა სვეტლანა რომანკომ, 350.ORG რეგიონალურმა კოორდინატორმა.
ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დამონტაჟება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოხდა. პრეზენტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ესწრებოდა. შენგელიას თქმით, აღნიშნული ფაქტი არის ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ შეილება არასამთავრობომ და სამთავრობო სექტორმა ითანამშრომლოს.
პარკში განთავსებულ ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად "Charging Eco Space" ეწოდა. პროექტი "Сharging Eco Space" 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა