|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი ვანდალურად გაანადგურეს [PHOTO]

ქუთაისში ტურისტის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ ენერგოეფექტური სკვერი  ვანდალურად  გაანადგურეს.

სკვერში დამტვრეულია „მზის გვირილა“, განადგურებულია დასამუხტი  USB კაბელები. დაზიანებულია  განათება და  ურნები. ე.წ მზის გვირილაზე მიმაგრებულია ვიდეო თვალი, რაც გამოძიებას საჭირო დახმარებას გაუწევს.

 "ნიუპრესი" ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა. 

  "ფაქტი, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია და შევაკეთებთ დაზიანებულ ინვენტარს. რაც შეეხება ვიდეო კონტროლს, კამერა დაზიანდა და ვერ მოხდა დაფიქსირება, თუ ვის მიერ მოხდა ვანდალური ფაქტი", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ  ენერგოეფექტურ სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.

 

 

 

     

  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა