|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ევროპის მე-8 ოლიმპიადა ფიზიკაში ჩატარდა

ქუთაისში ევროპის მე-8 ოლიმპიადა ჩატარდა ფიზიკაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 15-19 ივლისს მასპინძლობდა. მასში 55 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საუკეთესო მონაწილეები და გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ, მათ შორის, სამი მედალი მოიპოვეს საქართველოს ნაკრების წევრებმა. დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
„მოხარული ვარ, რომ ევროპის ოლიმპიადას ფიზიკაში ქუთაისმა უმასპინძლა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ოლიმპიადის ჩატარება უმაღლეს დონეზე უზრუნველყო. 55 ქვეყნის დაინტერესება და 400-მდე მონაწილის ჩართულობა უკვე განსაზღვრავს ამ ტურნირის მნიშვნელობას. ვულოცავ გამარჯვებულებს და ოლიმპიადაში ჩართულ ყველა ახალგაზრდას. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ავტორი: