ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა [PHOTO]
ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქარის შედეგად ჩამოინგრა ამორტიზირებული შენობის კედლის ნაწილი, დაზიანდა სახურავი. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები მუშაობენ.
ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური და პოლიცია, მიმდინარეობს სამუშაოები.
ე.წ. წივწივაძის შენობასთან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც გამოიძახეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















