|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფესტივალი „ღვინის დღეები“ ჩატარდა

ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა, ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიურად მთელ საქართველოში იმართება. 
ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
საფესტივალო პროგრამით მოეწყო იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ჩატარდა მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში.
 
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „ 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
 
ჩატარდა ღვინის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ საუკეთესო ღვინის მწარმოებლები.
 
ფესტივალი დღის ბოლოს კონცერტით დასრულდა.
 
 

ავტორი: ნიუპრესი