ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს
ქუთაისში ფიზიკა- მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. აქცია თავდაპირველად სკოლასთან დაიგეგმა, მაგრამ დირექტორმა ნაწილის სკოლის შენობაში შეყვანა შეძლო, დანარჩენებმა კი პროტესტი დედაენის ძეგლთან განაგრძეს.
მოზარდების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, გაიფიცონ მასწავლებლები, იმისთვის, რომ პროტესტი უფრო მძლავრი გახდეს.
მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ მათი მაგალითი გადაედებათ სხვა სკოლებსაც და თანატოლებთან ერთად მკაფიოდ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ანდრია რაზმაძის სახელობის 41 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციაზე იდგნენ, საყვარელი ფეხბურთელების პოსტერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.
ავტორი: