ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 30- მდე კონტაქტი გამოვლინდა
ქუთაისში გამოვლენილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის 30-მდე ახალი კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, მათ ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ, ამ ეტაპზე ტესტირების პასუხი უარყოფითია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე ტესტირება კვლავ ჩაუტარდებათ.
61 წლის ქალი ლილოს ბაზრობაზე 12 ივლისს იმყოფებოდა, ხოლო 19 ივლისს სიმპტომების გამოვლენის შემდეგ სამსახურში აღარ მისულა.
შიდაგადაცემის ფაქტის დაფიქსირების გამო ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ავტორი: ნიუპრესი