გამსახურდიას ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა [AUDIO]
ქუთაისში ზვ. გამსახურდიას (ყოფილი გორის) ქუჩაზე ფასადის ფრაგმენტი ჩამოიშალა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოტების მიზეზი გახდა.
როგორც ადგილობრივები "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემით არ ინტერესდება. დავით ბერაძის განცხადებით, კორპუსებს რეაბილიტაცია წლებია არ ჩატარებია.
"რამდენი ხანია ამ კორპუსების რეაბილიტაცია არ მომხდარა, ან მხოლოდ ფასადებს ღებავენ. რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს ამ პრობლემას. ქუჩაში გამოსვლის და კორპუსთან გავლის ეშინია ყველა ადამიანს. ამ კორპუსიდან ჩამოვარდნილმა ფრანგმენტმა ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, მოვიდა შესაბამისი სამსახური და კედლის ნაწილი ჩამოანგრია, ნაწილი დარჩენილია, 50/50 - ზე ხარ, მოკვდები, თუ არ მოკვდები",-განაცხადა დავით ბერაძემ.
ქუთაისის მერიას აქვს შესაბამისი პროგრამა, რომელიც პარაპეტების შეკეთებას თანადაფინანსების პრონციპით ( 90%/10 %) ითვალისწინებს. როგორც მერიაში აცხადებენ, იმისათვის რომ სამუშაოები განხორციელდეს, ადგილობრივებმა ქალაქის მერიას ოფიციალურად უნდა მიმართონ. ამ დროისათვის სამუშაოები დაგეგმილია ზვიად გამსახურდიას N32 -ში.
ამ თემაზე: ქუთაისში კორპუსების რეაბილიტაცია იწყება
კორპუსების ფასადების მოწესრიგება მოსახლეობისთვის პრიორიტეტი ვერ გახდა
ავტორი: ანი ლიპარიშვილი