ქუთაისში დაუდგენელი დიაგნოზით გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი კლინიკას უპირისპირდება
ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი კლინიკასთან არიან შეკრებილი და ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის უფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, სურთ დააზუსტონ, რომ გარდაცვლილ დავით შერვაშიძეს ცოფი არ ქონდა, როგორც ლუგარის ლაბორატორიამ რამდენიმე ანალიზის შედეგად დაადასტურა.
ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად ლუგარის უარყოფითი პასუხისა, პაციენტს კლინიკაში ცოფის დიაგნოზით მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
ოჯახი გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებას ითხოვს და არ ეთანხმება ოფიციალურ მიზეზს.
ოჯახს ცხედარის გადაყვანის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ, კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებიან.
საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება და ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.
ავტორი: ნიუპრესი