ქუთაისში “გავრილოვის ღამიდან” 1 წლის თავზე ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართება
20 ივნისს ქუთაისში ასსაფეხურიან კიბესთან ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
ორგანიზატორების განცხადებით, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს.
"პირველ რიგში აქციაზე გამოსვლა მინდა მოვუწოდო ყველა იმ ქუთაისელს, ვისთვისაც რუსული ოკუპაცია პრობლემაა, ასევე პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის ნაწილი ინდიფერენტულია და ამას ხშირად მთავრობა ჩვენს წინააღმდეგ იყენებს, რაც მოხდა ზუსტად 1 წლის წინ ოკუპანტი გავრილოვის ჩვენს ქვეყანაში შემოშვებით” ,- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი.
აქცია, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან, შაბათს, 19:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა