ქუთაისში გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
ქუთაისში გია ცერცვაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიგეგმა და 18:00 საათზე ქალაქის მერიის წინ მოეწყობა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მოეწყობა მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
"დღეს, ქუთაისში, 18:00 სთ-ზე მერიის შენობიდან, ვიწყებთ მშვიდობიან მსვლელობას ჩვენი მებრძოლი ჯარისკაცის გია ცერცვაძის მხარდასაჭერად, ვისაც გული შეგტკივათ ჩვენს ჯარისკაცზე, შეგიძლიათ შემოგვიერთდით", -წერს გია ულება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში დააკავეს. ინტერპოლით ძებნა რუსეთის მოთხოვნის გამო მოხდა. მის მხარდასაჭერად საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
11:17
11:11
















