ქუთაისში გრიგოლ ვაშაძისა და მისი მხარდამჭერების ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. გრიგოლ ვაშაძემ 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს სადამსჯელო ოპერაცია ჩაუტარა. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც მსუბუქი ფორმითაც ვერ აფასებს ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვის ფაქტს, არბევს საკუთარ მოქალაქეებს.
ბრიფინგის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი მოხდა. უვნობმა პირმა მსუბუქი ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე ჩაიარა, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მანქანის გააჩერება მოთხოვეს.
მძღოლთან საუბრისას კი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მალე ამოიწურა.
ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი