|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სკვერში კაფე მოეწყო

ქუთაისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სკვერში კაფე მოეწყო. თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერში ინვენტარი რამდენიმე დღის წინ განთავსდა, სკვერში, ასევე განთავსებულია მსუბუქი კონსტრუქცია, სადაც ნაყინი, ცივის სასმელები იყიდება.

ადგილზე მყოფი პირი აცხადებს, რომ ტერიტორია იჯარით რამდენიმე თვის წინ აიღო, თუმცა  საიჯარო თანხის რაოდენობას ვერ ასახელებს. ირწმუნება, რომ მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ სკვერში უკვე არიან მომხმარებლები.

კაფეს მფლობელი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ მოაწყვეს, დაასუფთავეს და განათების ნაწილიც მათვე დაამონტაჟეს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სკვერში კაფე ყველა წესის დაცვით მოეწყო,  ნებართვა გაცემულია და ყველა დეტალი შეთანხმებულია არქიტექტურის სამსახურთან.

  კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში, არანაკლებ 50 მეტრის რადიუსში, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს,  ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა