ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში საქვაბე აფეთქდა
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში საქვაბე აფეთქდა.
აფეთქებას ძლიერი ვიბრაცია ახლდა, რამაც ადგილობრივების შეშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, ეგონათ რომ მიწისძვრა იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ქეთი დეისაძის
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა