ქუთაისში იყო ის ბოლო ინტელექტუალური სიცოცხლე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა -სალომე ზურაბიშვილი
ქუთაისში იყო ის ბოლო ინტელექტუალური სიცოცხლე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე რომელ ქალაქში იცხოვრებდა, თბილისის გარდა, მას საქართველოს სამი ქალაქი დაასახელა.
„თელავი ძალიან მიყვარს და თუ სადმე ვიცხოვრებდი თბილისის გარდა, ალბათ თელავი იქნებოდა. ზუგდიდი ძალიან მიყვარს თავისი მეგრული განსხვავებული იერით და ქუთაისი, იმიტომ რომ ქუთაისი იყო ჩემი წინაპრების ბოლო საცხოვრებელი, ამავე დროს ძალიან ქართული ქალაქი და იქ იყო ის ბოლო სიცოცხლე, ინტელექტუალური, რომელმაც რეალურად დამოუკიდებლობა მოგვიტანა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი