|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ქუთაისში, ოქტომბერში ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ნატალი პატარიძისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის მაკა მახარაძის მიერ დაიგეგმა.

"ფესტივალის მთავარი ამოცანა  ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია და მხატვრულ-ესთეტიკური ცნობიერების ამაღლებაა, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი რეალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ქუთაისში ეს დარგი ბოლო დროს არ იყო პოპულარული. მაკა მახარაძის მხარდაჭერით, სამი წლის წინ, ჩამოყალიბდა საბალეტო სტუდია. გვინდა, რომ აქტიური გახდეს. ქალაქში ყველა მუსიკალური სკოლა ბალანჩივაძეების სახელს უკავშირდება.  მათი სახელით ვცდილობთ, დავუბრუნოთ კულტურულ-საგანამანათლებლო ფუნქცია ამ ქალაქს", -განაცხადა ნატალი პატარიძემ.

ფესტივალის საპატიო სტუმარი სახელგანთქმული ქართველი ბალერინა ირმა ნიორაძე იქნება.

ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს ამერიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, ბალერინა  ანა ლეჟავა. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში მოხდება ჟიურის ერთ-ერთი წევრის ამერიკიდან ჩამოყვანა. 

ფესტივალზე პროფესიული და არაპროფესიული საბალეტო ჯგუფების სხვადასხვა დღეებში წარსდგებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა