|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრი სტუმრობს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრს კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრი სტუმრობს. დასი დრამატურგ მარიუს ფონ მაიენბურგის პიესას "მახინჯი" წარმოადგენს. პიესა სილამაზის კულტის და მის სტერეოტიპებზეა. სპექტაკლია ერთმოქმედებიანი კომედიაა. 

სიუჟეტის მთავარი გმირი მეცნიერია, რომელიც რაციონალური პიროვნებაა, ნორმალური ცხოვრებით, თუმცა აღმოჩნდება, რომ მისი ცხოვრება არც თუ ისე ნორმალურია, მას ჩათვლიან უშნოდ და გადაწყვეტს პლასტიკურ ქირურგ მიმართოს. ოპოერაციის შემდეგ მთავარი გმირი შეიგრძნობს სილამაზის აღქმას. 

მსახიობების განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოში ყოფნა და ქუთაისელი მაყურებლისთვის თამაში. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, მემორანდუმი დასების ჩამოსვლას და რეჟისორების გაცვლასაც გულისხმობს. 

"მემორანდუმის ფარგლებში ლიტვის, კაუნასის დრამატული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს. ჩვენ ვართ დამეგობრებული თეატრები და ეს გულისხმობს წელიწადში ერთხელ ორმხრივ გასტროლებს - ჩამოვლენ კაუნასის თეატრის მსახიობები და ითამაშებენ სპექტაკლებს, შემდეგ მესხიშვილის თეატრი წავა და იქ ვითამაშებთ. მეორე ეტაპი რეჟისორების გაცვლას გულისხმობს და გვექნება კოპროდუქცია. მემორანდუმი ოთხპუნქტიანია, დღეს სრულდება პირველი პუნქტი.  მინსკის თეატრი გვყავდა მემორანდუმის ფარგლებში. გადადგილება ძვირი ღირს, ამიტომ გასაცნობად მიგვაქვს და ჩამოაქვთ კამერული სპექტაკლები. ასევე ნახეს ჩვენი სპექტაკლები", -განაცხადა კოტე აბაშიძემ.

სპექტაკლი დღეს 19:00 საათზე გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი