|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კედლის მხატვრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაზიანეს - მერია

️ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობა  უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დაზიანეს, - ამის  შესახებ განცხადებას ქუთაისის მერია ავრცელებს.  
 მისივე ცნობით, მათ ქვეყანა 21 იანვარს დატოვეს. 
 
„ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე , შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა.
 მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობა დააზიანა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
21 იანვარს, ღამის საათებში, მათ დააზიანეს ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული გრაფიტი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველო იმ დღესვე დატოვეს.
 აღნიშნული გრაფიტი შესრულებული იყო "ქარავან არტ ფორუმის" ფარგლებში. კედლის მხატვრობის ფრანგ ავტორთან, ვინი გრაფიტთან მიღწეულია შეთანხმება - ის კვლავ ჩამოვა ქუთაისში და "არტ ფორუმი ქუთაისი 2024-ის" ფარგლებში ნამუშევარს სრულად აღადგენს", -ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ავტორი: