ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ 16 თებერვალს მუშაობას იწყებს
ქუთაისში კინოთეატრი „საქართველო“ იწყებს ტექნიკურ რეჟიმში მუშაობას. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კინოთეატრს აქვს 6 კინოდარბაზი (ამათგან 2 - 130 ადგილიანი, 2 - 67 ადგილიანი და 2 VIP დარბაზი ). „საქართველოს“ მსოფლიოში ცნობილ კინო კომპანიებთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.
კინოთეატრში ფილმების ჩვენება მოხდება 3D ფორმატში. კინოთეატრის სამუშაო დრო 10:00 სთ-დან ბოლო სეანსის დასრულებამდე. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ გარდერობით. აქვე ფუნქციონირებს კაფე.
კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ფილმები:
- კომედია- დაბოლილი ნასოსი
- დრამა - მძველები
- მელოდრამა- თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
- მხატვრული ფილმი- აღმასვლა
2018 წლის 21 თებერვალს იქნება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის პრემიერა "ექვთიმე ღვთისკაცი".
ქუთაისში "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენებას რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება
ავტორი: ნიუპრესი