|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კომენდანტის საათის დროს სუპერმარკეტი გაქურდეს

ქუთაისში სუპერმარკეტ "დეილის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დროს მოხდა.

მარკეტის თანამშრომლების თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი ჩატეხეს, მათ სიგარეტის და სასმელების წაღება მოახერხეს.

ხმაურზე სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა ქურდებმა გაქცევა მოახერხეს.

მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ამ თვეში ქურდობის მეოთხე შემთხვევაა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი