|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა - 61 წლის ქალი კლინიკაში თავად მივიდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში "კოვიდ-19" ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის მცხოვრებია. პაციენტმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. მას ტემპერატურა და ინფექციისათვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მოვიდა.

პაციენტის კონტაქტების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ის ბაზრობაზე მუშაობდა.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის, 3 პაციენტი მკურნალობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა