|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კოვიდ-19-ით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო უცნობია

ქუთაისში ინფიცირებული ქალის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს. პაციენტი ერთ-ერთ ბაზრობაზე მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა მუშაობა გუშინ დაიწყეს.

ამ დროისთვის გამოვლენილია 25 კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრები და თანამშრომლები.

შესაძლოა, ახლო კონტაქტები კარანტინში გადაიყვანონ.

მისი თქმით, ინფიცირების წყარო ზუსტდება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი რამდენიმე დღოს წინ ლილოს ბაზრობაზე იყო და არ აროს გამორიცხული იქ დაინფიცირებულიყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა