ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს
ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა