ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავს მხოლოდ ორი ქუთაისელი ვეტერანი შეხვდა - ორესტი ბერულავა და გუგული სალუქვაძე, მათ ქუთაისის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ მიულოცეს გამარჯვების დღე.
ვეტერანებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს ომში დაღუპულ გმირებს.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



11:45
18:03
17:18
17:12
17:03
















