ქუთაისში მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის წარმოდგენილი. საბჭოს 30-ვე წევრი კონკურსის წესით იქნა შერჩეული.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
პირველ სხდომაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ვახო აბაშიშვილი იქნა არჩეული.
ავტორი: