|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მესამე საჯარო სკოლის კედლებზე სიძულვილის შემცველი წარწერები გაჩნდა

„ნაციონალი კლავს“ „ნაცი კლავს“ , - აღნიშნული წარწერები ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის კედლებზე  გაჩნდა. სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. 

ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.  

კომენტარებში მომხმარებლები აცხადებენ, რომ არ უნდა აიძულონ ბავშვები მსგავსი წარწერები იკითხონ. 

„ძალიან ბევრი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა დამხვდა ამ წარწერით აჭრელებული. საინტერესოა, ვინმე თუ დაჯარიმდა ამის გამო. ვიცი, რომ ანტირუსული წარწერების გამო დააჯარიმეს ხალხი და ამიტომ მაინტერესებს. დავით აღმაშენებლის ძეგლიც არ დაუნდიათ, იმასაც მიაწერეს. სავარაუდოდ, არ იცის წარწერის ავტორმა, ვინ იყო დავით აღმაშენებლი, სხვა ახსნა არ მაქვს", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა