ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "მ ფაინენსი" დაზარალებულები აქციას მართავენ
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "მ ფაინენსი" დაზარალებულები საქართველოს ბანკთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, მიკროსაფინანსო გაუფრთხილებლად დაიკეტა და მათი ხელშეკრულებების ბედი გაირკვეველია.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ბანკი სთავაზობს, თუმცა მაღალი პროცენტით, რაც მათთვის მიუღებელია. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ მათი ნივთების ნაწილი დაკარგული იყოს, რადგან თანხა, რაც პროცენტის სახით იხდიდნებ, ასახული არ არის.
მომხდარს საქართველოს ბანკი გამოეხმაურა. მათი თქმით, ბანკს პორტფელი და ვალდებულები არ შეუძენია და ახლა ინდივიდუალურად განიხილავს მომხმარებლებთან.
"საქართველოს ბანკისთვის მოულოდნელი იყო ის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც „მ ფაინენსმა“ მის მომხმარებლებს გაუგზავნა. ამ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანკმა პორტფელი და ვალდებულებები შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მომართვას განვიხილავთ ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ვეცდებით მომხმარებლებს დავეხმაროთ მათთვის საჭირო კითხვებზე პასუხის მიღებაში. ამისთვის მათ შეუძლიათ მიმართონ თბილისში, ჩაჩუას ქ 49 ნომერში და ქუთაისში წმინდა ნინოს ქ 17- ში მდებარე სერვის ცენტრებს"- განაცხადეს საქართველოს ბანკში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი