ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს.
"ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).
„საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი