"ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს"
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"შეტყობინების შემოსვლისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"-განუცხადეს "ნიუპრესს".
შეგახსენებთ, როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩეს, საიდანაც წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არც რაიმე სახის სხეულის დაზიანება არავის მიუღია.
ავტორი: ნიუპრესი