|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქეებმა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს

ქუთაისში ერთობის ჯაჭვში შეკრებილებმა მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. "რუსებო", "მონებო"-სკანიდირებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბიძონა ივანიშვილი სწორედ რუსეთისთვის ხელშეწყობის და დემოკრატიის დაზიანების გამო დაასანქცირა.

მათივე თქმით, "ქართული ოცნების" დღეები დათვლილია.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ქუთაისში პროტესტი 31-ე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

ავტორი: ნიუპრესი