ქუთაისში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა ავტომობილებით გამართეს
„არა რუსულ ხელისუფლების, ჩვენი არჩევანი ევროპაშია"- ამ დევიზით ქუთაისში მოქალაქეებმა მსვლელობა ავტომობილებით გამართეს.
უწყვეტი სიგნალებითა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს და "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხრადამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
ქუთაისში მეოთხე დღეა, თბილისოს მსგავსად პროტესტი არ წყდება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა