ქუთაისში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
12 ივნისს, შაბათს, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის ნაწილს დროებით შეუწყდება, ამიას შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებლებს და ორგანიზაციებს დავით აღმაშენებლის მოედანზე, წერეთლის (დასაწყისი), წმინდა ნინოს, თამარ მეფის, რუსთაველის (დასაწყისი), ცისფერყანწელთა, პუშკინის, ფანჯიკიძის, ფალიაშვილის, თბილისის, გოგებაშვილის, გელათის, ვარლამიშვილის, ბროსეს, 26 მაისის, აზერბაიჯანის, ბათუმის, ლესია უკრაინკას, იერუსალიმის, ვასაძის, ნიუპორტის, კოსტავას, ნაზარიშვილის, ბურჯანაძის, ახვლედიანის, მკურნალის, ლერმონტოვის, კოლუმბია-მისურის, ჯიბლაძის (ნაწილ.), ლესელიძის, გაპონოვის, დავით და კონსტანტინეს, რუას, ქეთევან წამებულის, ასლანიკაშვილის, პეტრე იბერის, დვალიშვილის, მოსეშვილის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ აბონენტებს რუსთაველის, წერეთლის, ხახანაშვილის, შანიძის, სოლომონ პირველის, დუმბაძის, გ. ტაბიძის, გრიშაშვილის, ხანძთელის, ნინოშვილის, ბერი თევდორეს, აღმაშენებლის, სხირტლაძის, ჯიბლაძის და მიმდებარე ქუჩებზე. ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვის შესახებ აბონენტებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნიუპრესი