კორპუსების ეზოების მოსაწყობად 1 048 727 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისთვის მერიამ 1 048 727 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მიმწოდებელმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები 37 ობიექტზე უნდა განახორციელოს. წინადადებების მიღება 27 აპრილს სრულდება.
სამუშაოებს მერია მოსახლეობასთან შეთანხმებით, თანადაფინანსებით ასრულებს. მერია თანხის 90% იხდის, 10% მოსახლეობა ფარავს. თითო ეზოს მოსაწესრიგებლად დაახლოებით 28 344 ლარი დაიხარჯება.
ბინების ეზოების მოსაწესრიგებელი სამუშაოები პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ტარდება.
ტენდერის თანახმად, ეზოების კეთილმოწყობა სამუშაოები 2017 წლის სექტემბერის ბოლოს უნდა დასრულდეს.
ეზოების კეთილმოწყობის, სადარბაზოების, ლიფტების, პარაპეტების, ფანჩატურების, ძელსკამების, სახურავების და არტაქციონების მოსაწესრიგებლად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 280 300 ლარი, რასაც დაემატება თანხა, რისი გამოყოფაც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი