|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის აქცის გაიმართა

ნამოხვანჰესის კასკადის მშენებლობა კიდევ ერთი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. სახალხო გაერთიანების  ,,თემთა ერთობა" და საზოგადოებრივი მოძრაობის ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზებით  აქცია  ამჯერად  ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა.

 აქციის მონაწილეებმა მშენებელი  კომპანიის მისამართით  5 ივლისს, ნამოხვანში გამართული აქციის მოთხოვნები გააჟღერეს. 

როგორც აცხადებენ, კომპანიამ ტერიტორიიდან  სამშენებლო ტექნიკა მიცემულ ვადებში უნდა გაიყვანოს და მიმდინარე სამუშაოები შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში  აქტივისტები  პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და   კომპანიის ტექნიკისთვის გზას გადაკეტავენ.  

როგორც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, საფრთხე რეალურია, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ნამოხვან ჰესების ს დიდი კასკადი დაინგრეს დიდია. 

ორგანიზატორების მოთხოვნის გათვალისწინებით,  აქცია პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე გაიმართა. 

  რიონის ხეობაში 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა რინიუებლზს" აშენებს.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა