|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის აქცია მიმდინარეობს

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მოსახლეობის აქცია მიმდინარეობს. რიონისხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას და გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, 105 მეტრიანი გიგანტური კასკადი მთელს დასავლეთ საქართველოს საფრთხეს უქმნის და მის მშენებლობას არ დაუშვებენ.

მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი,  აქციებით იმუქრებიან. ნამოხვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ჟონეთში 25-ე დღეა აქციები მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი