ქუთაისში ნაძვის ხე მოქალაქეების პროტესტის ფონზე აანთეს
საყვირების, სასტვენების, საპროტესტო შეძახილების ფონზე ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აანთო. მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ქმედებებს აპროტესტებს, რიგგარეშე არჩევნებსა და დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას იოთხოვს. ისინი ნაცემი ადამიანების ფოტოებით ქალაქის მთავარ მოედანზე დგანან და საჯარო მოხელეების საზეიმო განწყობის ჩაშლას ამ ფორმით ცდილობენ.
ამ ფონზე „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს, რომელიც მსახიობ მაკა შალიკაშვილს მიჰყავს, კონცერტზე სიმღერებს კახა კუხიანიძე ასრულებს.
პარალელურად, საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს მღერიან.
ცნობისთვის, ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი დღეს თბილისში იმყოფება, სადაც ქუთაისელების მარში გამიართა.
ავტორი: