ქუთაისში ოცნების ლიდერების გამოჩენას დაპირისპირება მოყვა
ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან. "ქართული ოცნების" ლიდერების გამოჩენა ოპოზიციის წევრებმა გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უთხრეს, რომ ქუთაისში ჩამოსვლის უფლება არ აქვთ.
ნიკა ნარსიას თქმით, ქალაქი გადათხრილია, ყველა პროექტი გაჩერებულია და ეს "ქართული ოცნების" დამსახურებაა. საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ ოპოზოციის წარმომადგენლებს კითხა, გრძნობდნენ თუ არა უხერხულობას, მათი პარტიის ლიდერებმა, რომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ნიკა ნარსია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი