|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა დილიდან დაიწყეს

ქუთაისში ხალხმრავლობა საზეიმო განწყობაა, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი არიან სამღველობის წარმომადგენლები, მრევლი და მოქალაქეები, რომელთაც სურთ ოჯახებთან ერთად აღნიშნონ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს და ცოტა ხნის წინ დაიწყო მსვლელობა, შეკრებილები გაივლიან წერეთლის გამზირის და ბალახვანში, აღმაშენებლის ძეგლთან გადაინაცვლებენ, სადაც სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება.

ქუთაისში მსვლელობას ქუთაის-გაენათის ეპარქიის ორგანიზებით მიმდინარეობს. როგორც ეპარქიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ძლიერი ოჯახი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, ძლიერო სახელმწიფო კი არის გარანტი მშვიდობის, ამიტომ მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რამდენიმე წელია ოჯახის სიწმინდის დღეს აღინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი