ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობის მიზნით ტენდერი ისევ გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის, ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა. აუზის მშენებლობის მიზნით ტენდერი წინა წლებშიც რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი