ქუთაისში ოპოზიციამ "სისხლიანი ბანერები" საოლქო კომისიაში გაასაჩივრა
გაერთიანებული ოპოზოციის ქუთაისის მერობის კანდოდატმა საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა. ხატია დეკანოიძემ თანაგუნდელებთან ერთად ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნული ბანერების გაკვრით, საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა, ასევე ხდება სიძულვილის ენის ტირაჟირება. ოპოზიცია საოლქო კომისიისგან სათანადო რეაეგირებას მოითხოვს.
"შევიტანეთ სარჩელი, მოგეხსენებათ, ქუთაისში ყოველდღე იმატებს ზიზღის შემცველი ბანერები. ხელისუფლება ამბობს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, თუმცა როგორც კი ამ ბანერებს აქტივისტებმა ნაჭერი გადააფარეს, პოლიციამ ეგრევე ჩამოხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართულია სახელმწიფო.
ყცელაფერთან ერთად ირღვევა ბავშვთა უფლებები, რომლებიც სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მივმართავთ საოლქო კომისიას, რომ დაუშვეველია, საარჩევნო კამპანია შეიცავდეს ზიზღს და ძალადობის პროპაგანდას, ამიტომ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი