|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება - ირაკლი ღარიბაშვილი

 ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება, - ამის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით,  მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც პარლამენტის ბაზაზე ტექნოლოგიური ჰაბის შექმნით არის დაინტერესებული.

„მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა