|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლიციის შენობას სანადირო თოფიდან ესროლეს - დაკავებულია ერთი პირი

ქუთაისში, 30 წლის კაცმა  არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, - შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა კაცი  ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი და კარი.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებს შსს.

ავტორი: