ქალი კიოდა, მაგრამ ვერავინ მიეშველა - მეზობლები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ
ქალი კიოდა, მაგრამ ვერავინ მიეშველა- ქუთაისში გუშინ გვიან ღამით მოკლული გოგოს მეზობლები დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.
მათი თქმით, გოგონას კივილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ავიდნენ საცხოვრებელ ბინასთან, თუმცა კარი არავინ გააღო.
როგორც ამბობენ, რადგან გოგონა კონტაქტზე არ გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახეს, თუმცა საგანგებო სამსახური სახლში საპატრულო პოლიციის მოსვლამდე არ შევიდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი მხოლოდ ერთ მეზობელთან, ცოლ-ქმართან მეგობრობდა.
მათივე თქმით, შემთხვევამდე ადგილობრივებს სადარბაზოსთან უცხო არავინ შეუნიშნავთ. გამოკითხაზე უკვე იყვნენ მეზობლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძოება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი